ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს მასშტაბით 9 ახალი სკოლა აშენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უპრეცედენტო პროექტს განახორციელებს - 2013 წლის ნოემბერში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხრა ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება. სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, რამდენიმეთვიანი მონიტორინგი განახორციელა. შედეგად, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე ცხრა სოფლის სკოლის მშენებლობა გადაწყდა:
  • საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში სკოლა 1000 მოსწავლეზე ;
  • ქარელის რაიონის სოფელ აბანოში სკოლა 90 მოსწავლეზე;
  • თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში სკოლა 144 მოსწავლეზე;
  • ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში სკოლა 120 მოსწავლეზე;
  • მარნეულის რაიონის სოფელ ახალ დიოკნისში სკოლა 144 მოსწავლეზე;
  • მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში სკოლა 240 მოსწავლეზე;
  • ჩოხატაურის რაიონის სოფელ წიფნარში სკოლა 60 მოსწავლეზე;
  • მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში სკოლა 450 მოსწავლეზე;
  • ახალქალაქის რაიონის სოფელ ბუღაშენში სკოლა 120 მოსწავლეზე.

ზემოაღნიშნულ ყველა სოფლის მოსწავლეს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევს სწავლა. ზოგიერთ შემთხვევაში, სკოლები ნაქირავებ ან მიტოვებულ, სწავლისთვის შეუფერებელ შენობებშია განთავსებული. არსებულ  სკოლის შენობებს კი, დიდი ხანია ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და გადაუდებელ დემონტაჟს ექვებდებარება. მათ ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტის  ცხრა ახალი სკოლა აშენდება, ანალოგიური ფართომასშტაბიანი მშენებლობა სამინისტროს აქამდე არ განუხორციელებია, ეს პირველი შემთხვევაა.

ასაშენებელი სკოლების პროექტებზე მუშაობა დასრულდა. მალე სკოლების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. ახალი სკოლებისთვის შექმნილ პროექტებში გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ადგილმდებარეობის სპეციფიკა და ის ნიუანსები, რომელიც კონკრეტული სკოლისთვისაა მნიშვნელოვანი.

თამარ სანიკიძის განცხადებით, სკოლები, რომლებიც სამინისტროს დაფინანსებით აშენდება, უნდა გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ ფასადური სილამაზით, არამედ, მშენებლობის ხარისხითა და კომფორტულობით. ახალი სკოლები უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტანდარტებს და მორგებული იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის საჭიროებებს.

ახალი სკოლების მშენებლობა მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყება და მათი უმრავლესობა ერთ წელიწადში დასრულდება. რაც შეეხება სკოლის მშენებლობას სოფელ ლამბალოში, რომელიც ყველაზე დიდი პროექტია და 1000 მოსწავლეზეა გათვლილი, სავარაუდოდ, წელწადსა და სამ თვეში, ან წელწადნახევაში დასრულდება.

ქვეყნისათვის პროექტის მნიშვნელობიდან  და მასშტაბებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინიციატივით, პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი  მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე