ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

“შემოდგომის ლექციები თბილისში“

12-26 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  გერმანიის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის პროფესორები პროექტის  ფარგლებში - შემოდგომის ლექციები თბილისში, ლექციებს წაიკითხავენ. ლექციების  თემატიკა ბირთვული ფიზიკისა და სამედიცინო ფიზიკის სფეროებს მოიცავს.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ჰანს შტროერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ნადიმ ჯონშა, იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პროფესორები: დეტლევ გოტა, ფარიდა გრინბერგი, მარკუს ბუშერი და ანდრო კაჭარავა. დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტი საზეიმოდ გაიხსნა. სტუმრებს მიესალმა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

დღესვე, ხელი მოეწერა თანამშრომლობის რამდენიმე ხელშეკრულებას. კერძოდ, გაფორმდა  ხელშეკრულება ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, რომლის ფარგლებშიც, ფიზიკისა და ბიოსამედიცინო აპარატურის  სპეციალობების სტუდენტებს საშუალება ექნებათ სტაჟირება  იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაიარონ, ასევე, იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  ტექნიკურ აღჭურვილობასა და ლაბორატორიას გადასცემს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე