ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძე დვანისა და ტახტიძირის საჯარო სკოლებს ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს, სოფლების დვანისა და ტახტიძირის საჯარო სკოლებში ჩავიდნენ.

ადმინისტრაციულ საზღვართან დროებითი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლებში სამინისტროს წარმომადგენელთა წინა ვიზიტებისას გამოიკვეთა სკოლებში სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციის პრობლემა, რაც გამოწვეულია დროებითი გამყოფი ხაზის მიღმა არსებული მაღალსიხშირიანი ანტენების ზემოქმედებით.

სამინისტრომ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება და გადაწყდა, რომ დროებითი გამყოფი ხაზის მიმდებარე სკოლებში ძლიერი მოდემი დამონტაჟდება. პროექტს „მაგთიკომი“ ეტაპობრივად განახორციელბს. შედეგად კი, აღნიშნულ სკოლებში ინტერნეტის სიჩქარე ოთხჯერ მაინც გაიზრდება. ამასთან, სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (Emis) უზრუნველყოფს სკოლებში ახალი, უკაბელო (WiFi) ქსელის დამონტაჟებას, ასევე VoIP ტელეფონების ინსტალაციას, რომელიც საშუალებას მისცემს სკოლებს განახორციელოს საგანმანათლებლო სისტემის სატელეფონო ქსელთან საიმედო და უწყვეტი კავშირი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, ინფორმაციის გაცვლის კუთხით, სკოლებთან მჭიდრო და შეუფერხებელი კომუნიკაცია  სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

აღსანიშნავია, რომ დროებითი გამყოფი ხაზის მიმდებარე სკოლების მოსწავლეებს აქამდე არ ჰქონდათ შესაძლებლობა სრულფასოვნად ჩართულიყვნენ ისეთ სასკოლო კონკურსებში, სადაც აუცილებლობას  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება წარმოადგენდა.

ერთ-ერთი ასეთი კონკურსის დაწყებასთან დაკავშირებით, თამარ სანიკიძემ განცხადება სოფელ დვანის საჯარო სკოლიდან გააკეთა და დოებითი გამყოფი ხაზისპირა სოფლების სკოლების მოსწავლეეებს მოუწოდა ჩაერთონ სასკოლო  ბლოგების კონკურსში თემაზე  „გაიცანით ჩემი რაიონი“. 

კონკურსი ორიენტირებულია მოსწავლეთა მიერ ლოკალური გარემოს შესწავლაზე და მათი რაიონის/სოფლის/ქალაქის დადებითი მხარეების წარმოჩენასა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე, ასევე სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებაზე. მოსწავლეებმა მოკვლეული ინფორმაცია სტრუქტურირებულად უნდა წარმოადგინონ ბლოგის სახით (ინფორმაცია იხილეთ სამინისტროს ვებგვერდზე mes.gov.ge)

მინისტრმა სოფლების დვანისა და ტახტიძირის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცა და მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას  სამინისტროს ახალი ინიციატივები გააცნო, ასევე მოისმინა მათი წინადადებები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე