ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება მიმდინარეობს

2013 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საგამოცდო ცენტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ 15000-მდე აპლიკანტის ტესტირება მიმდინარეობს. ამ თემაზე დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ბრიფინგი გამართა და ყველა აპლიკანტს მოუწოდა დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებში და გაიარონ ტესტირება.

აპლიკანტებმა ტესტირების ბარათები, სადაც მითითებულია ტესტირების ადგილი და დრო საინფორმაციო ან რესურს-ცენტრებში მიიღეს. მათ ასევე ჰქონდათ საშუალება დამოუკიდებლად ამოებეჭდათ ტესტირების ბარათები ვებგვერდიდან - www.naec.ge. ტესტირება დღის განმავლობაში რამდენიმე სესიად ტარდება.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  პროფესიულ ტესტირებას ორგანიზებას სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს. ტესტირების სპეციფიკის გათვალისწინებით და დამატებითი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად,  16 ოქტომბერს აპლიკანტებს  საშუალება ჰქონდათ  საცდელი ტესტირება გაევლოთ.

სახელმწიფო დაფინანსებით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა   იმ აპლიკანტებს ექნებათ, რომლებიც  კონკურსის საფუძველზე ჩაირიცხებიან და ტესტირებისას გადალახავენ მინიმალური კომპტენციის ზღვარს. ხოლო, ყველა იმ აპლიკანტს, ვინც ვერ გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, შესაძლებლობა ექნება თვითდაფინანსების საშუალებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიულ პროგრამას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წესში ცვლილება განახორციელა, რომლის მიზანია: პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისობის დადგენა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის აუცილებელ უნარებთან.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პირველი ეტაპი პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას წარმოადგენდა, რომელიც 14 სექტემბერს დასრულდა. რეგისტრაციის პროცესი უზრუნველყო საქართველოს მასშტაბით არსებულმა თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებმა, 70-მა რესურსცენტმა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა 33-მა დაწესებულებამ. ჯამში, საქართველოს მასშტაბით რეგისტრაცია 15000-მდე აპლიკანტმა გაიარა. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცა დარეგისტრირებულიყო მისთვის სასურველი მიმართულების ერთ ან, რამდენიმე პროფესიულ პროგრამაზე, ერთ ან, რამდენიმე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც აპლიკანტის მიერ შერჩეული მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე