ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი პროექტები ინკლუზიურ განათლებაში

2013 წლიდან ინკლუზიური განათლების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, 50 წლის შემდეგ პირველად, უსინათლო მოსწავლეებისათვის სპეციალური სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა.

2013 წელს, ასევე პირველად, საქართველოს მასშტაბით არსებულ  სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეთა 8 სკოლა-პანსიონის მასწავლებლებს ხელფასი გაეზარდათ. ასევე, წელს ყველა საჯარო სკოლაში, სადაც სწავლობს  სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლე, დამატებითი პერსონალი-სპეცმასწავლებელი დაინიშნა, რომელსაც  სამინისტრო აფინანსებს.

უსინათლო და სუსტადმხედველი მოსწავლეებისათვის პანსიონურ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით ერთადერთი, თბილისის 202-ე საჯარო სკოლა ახორციელებს. სკოლას დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ეწვია და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა. მინისტრი მათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა და პირადად გაეცნო მათ საჭიროებებს.

202-ე საჯარო სკოლაში  დღეისათვის  49  მოსწავლე ირიცხება.  პანსიონში სწავლება  მიმდინარეობს როგორც ჩვეულებრივი, ისე ბრაილის  შრიფტით  ნაბეჭდი  სახელმძღვანელოებით.   ვინაიდან ბავშვებს მრავალი წლის მანძილზე არ გააჩნდათ ბრაილით ნაბეჭდი სახელმძღვანელოები,  აღმზრდელებს უხდებოდათ  უსინათლო მოსწავლეებისათვის ტექსტების კითხვა და ამ ფორმით ეხმარებოდნენ მათ განათლების მიღებაში. 

წელს სკოლას ხუთი მეთორმეტეკლასელი ჰყავს, ისინი საატესტატო გამოცდებში მონაწილეობენ. ამ სკოლის კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად  წარმატებით აბარებენ.  მათთვის  საგამოცდო მასალა  ბრაილის  შრიფტზეა ადაპტირებული.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე