ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლის ბიბლიოთეკარის სტანდარტი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მიერ შეიქმნა ბიბლიოთეკარის სტანდარტი, განკუთვნილი როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების ბიბლიოთეკარებისთვის. სკოლის ბიბლიოთეკარის სტანდარტის პრეზენტაცია სამინისტროში შედგა. საზოგადოებას ახალი სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ წარუდგინა.

ამ დრომდე საქართველოს განათლების სისტემაში არ არსებობდა დოკუმენტი, რომელშიც ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით ასახული იქნებოდა საერთაშორისო გამოცდილება და რომელიც შეთავაზებდა ქვეყანაში მომუშავე ბიბლიოთეკარებს ერთიან პროფესიულ სტანდარტს.

საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარის სტანდარტი განსაზღვრავს  სკოლის ბიბლიოთეკარის პროფესიულ ცოდნას, უნარ-ჩვევებს, პროფესიულ ღირებულებებს და ვალდებულებებს, რომლებიც ხელს უწყობს  ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელებას. სტანდარტი მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

აღნიშნული სტანდარტის შექმნაში 3 მოწვეული ექსპერტი მონაწილეობდა: ირაკლი ღარიბაშვილი - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი; თინათინ ლომჯარია - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; თამარ ხოსრუაშვილი - დიუმას ცენტრის მედიათეკის დირექტორი.

ექსპერტების მიერ შექმნილი პირველადი ტექსტი განხილულ იქნა როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში, აგრეთვე სკოლების მოქმედ ბიბლიოთეკარებთან. დაინტერესებულ მხარეთა მიერ გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები აისახა სტანდარტის ტექსტის საბოლოო ვარიანტში.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის,  თბილისის საჯარო სკოლების დირექტორები და ბიბლიოთეკარები, განათლების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე