ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა

განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის - “სოკარ“ (აზერბაიჯანი) დირექტორმა როვნაგ აბდულაევმა დღეს, თანამშრომლობის  მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თამარ სანიკიძის განცხადებით, მეტად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსთან ერთად, ახალგაზრდების განათლების საქმეში კერძო სექტორიც აქტიურად ჩაერთო. ჩვენს შორის  გაფორმებული მემორანდუმი ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა და გახდნენ პროფესიონალები.   

მემორანდუმი უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების სექტორში დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

შეთანხმების საფუძველზე, მხარები მზად არიან ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩაერთონ, ხელი შეუწყონ პარტნიორული ურთიერთობების განავითარებას და ითანამშრომლონ შემდეგი მიმართულებებით:

უმაღლესი განათლების სფერო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოავლენს საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურის 30 წარჩინებულ სტუდენტს, რომელთაც „სოკარ“-აზერბაიჯანი ყოველთვიურ სტიპენდიას 300 ლარის ოდენობით დაუნიშნავს.

პროფესიული განათლების სფერო

სამინისტრო, „სოკარ“ (აზერბაიჯანის) მოთხოვნისამებრ, შეიმუშავებს საჭიროებაზე მორგებულ სპეციფიურ სატრეინინგო პროგრამებს პროფესიული განათლების დარგში, „სოკარ“ - აზერბაიჯანი კი, თავის მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფო პროფესიული დაწესებულებების სტუდენტებისთვის გრძელვადიანი პრაქტიკული ტრეინინგების ორგანიზებას.

ზოგადი განათლების სფერო

მხარეები ითანამშრომლებენ ზოგადი განათლების სფეროში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის მიმართულებით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე