ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების სფეროში მიმდინარე პროექტებს რეგიონებში ეცნობიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფართომასშტაბიანი პროექტი დაიწყო, რომელიც მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ამსახველი პრეზენტაციებით რეგიონებში სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას გულისხმობს.

იმერეთი ერთ-ერთი პირველი რეგიონია, სადაც მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა ქუთაისისი პირველ საჯარო სკოლაში იმერეთის რეგიონის მასწავლებლებთან, სკოლის დირექტორებთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანი იყო მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების გაცნობა, შეფასება და რეკომენდაციების მოსმენა თუ, როგორ შეიძლება ადგილზე უკეთ იმუშაოს სამინისტროს მიერ ინიცირებულმა ახალმა პროექტებმა.

მინისტრის მოადგილესთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების დეპარტამენტთა ხელმძღვანელები და თანამშრომლები. შესაბამისად, იმერეთის რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრული ინფორმაცია მიეღოთ და პასუხები მოესმინათ მათთვის ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან შეკითხვაზე.

შეხვედრის მონაწილეთა განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა ინიციატივა, რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე, მოსწავლეთა, სტუდენტთა და პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებაზე, სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული მათთვის მისაღებია და ისინიც მზად არიან ამ პროცესში  აქტიურად ჩაერთონ.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე