ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რეგიონებში სამუშაო შეხვედრები გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ამჯერად, ქვემო ქართლის რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს გააცნეს. სამუშაო შეხვედრები მარნეულსა და რუსთავში გაიმართა.

 პრეზენტაცია, რომელიც შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა:

  • განათლების ხელმისაწვდომობა;
  • ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა;
  • სკოლების დაფინანსება და ანაზღაურების სისტემის ცვლილება;
  • პედაგოგების პროფესიული განვითარება;
  • პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსი;
  • უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლა;
  • ელექტრონული სასწავლო რესურსები და ტექნოლოგიები;
  • სკოლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და სხვ.

 პრეზენტაციაში ასევე წარმოდგენილი  იყო  პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებული სიახლეები.

სამუშაო შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. მათ ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები  გამოეთქვათ. ანალოგიური შეხვედრები ყველა რეგიონში გაიმართება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე