ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თანაბარი პირობები ყველა მოსწავლისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წელს ინკლუზიური სწავლება განათლების სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწვლეებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა ,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა“.

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლება სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით. სასწავლო პროგრამა  განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მორგებულია მოსწავლეების შესაძლებლობებსა და  საჭიროებებზე. პროგრამის  ფარგლებში, თბილისის ორ საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის  დარღვევის მქონე ბავშვებისა და  სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასები გაიხსნა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის გახსნილი ინტეგრირებული კლასი მოინახულა და საგაკვეთილო პროცესს გაეცნო.

ინტეგრირებული კლასი აღჭურვილია  შესაბამისი დამხმარე სასწავლო რესურსებით, თვალსჩინოებითა და ინვენტარით. ინტეგრირებული კლასისთვის კონკურსის წესით შეირჩა: პედაგოგი, ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, დამხმარე სპეციალისტი (ძიძა). ამ კლასში სასწავლო პროგრამა მორგებულია თითოელი ბავშვის საჭიროებებს, არის გაკვეთილები, რომელიც ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებს არსებული სკოლის მოსწავლეებთან ერთად უტარდებათ.  

სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველომ ინტეგრირებული კლასების სპეციალისტთა გადამზადება უზრუნველყო. ტრენინგების კურსი მათ დაეხმარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო სივრცეში უკეთ ინტეგრირებისა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების პროცესში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტებით, საქართველო ასევე აღიარებს  UNESCO-ს „სალამანკას დეკლარაციას“,   რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის აუცილებლობას ითვალისწინებს. ამავე დეკლარაციას აღიარებს გაეროს წევრი 100-მდე ქვეყანა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე