ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სპეციალური კომისიის რეგიონალური შეხვედრა კახეთის რეგიონში

კახეთის რეგიონში განათლების სისტემიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებულთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრები გურჯაანსა და თელავში ჩატარდა და გამოიკითხა კახეთის რეგიონიდან შემოსული საჩივრების ავტორები.

კომისიის სახელზე კახეთის რეგიონიდან სულ 61 განცხადება შემოვიდა, მათგან 28 განმცხადებელმა გამოასწორა კომიისის მიერ დადგენილი ხარვეზი. ამ ეტაპზე მოხდა ამ მომართვების არსებითი განხილვა. განმცხადებლებს შორის 13 ყოფილი დირექტორია და 15 პედაგოგი.

კახეთის რეგიონით კომისიამ დაამთავრა რეგიონებიდან შემოსული განცხადებების არსებითი განხილვა. მოპოვებული ინფორმაციის შეჯამებისა და ტექნიკური ხასიათის სამუშაოების შემდეგ, თითოეულ განმცხადებელს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩაბარდება. რეგიონების შემდეგ კომისია  თბილისიდან შემოსული განცხადებების არსებით განხილვას დაიწყებს.

კომისიის სახელზე სულ 830 განცხადება შემოვიდა, ყველა მათგანი კომისიამ პირველადად უკვე განიხილა. არსებითად შესწავლილია 113 განცხადება, მათგან 12-ი განცხადების ავტორს დაუდგინდა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, 15 ავტორს კი, უკანონოდ გათავისუფლება.   

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც განათლების სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, დავების შესწავლის შემდეგ  ამზადებს დასკვნებს. კომისიის დასკვნა თავისი შინაარსით სამინისტროსათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა ვინაიდან, კომისია  გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე