ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში საჯარო სკოლების ჩართვა მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში eflow ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამა ფუნქციონირებს, რაც ამარტივებს სამინისტროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან და საჯარო სკოლებთან დოკუმენტბრუნვის პროცესს.

eflow სისტემაში სამინისტროს დანაყოფების ჩართვა 2013 წლიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამ დროისათვის პროგრამაში ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრი და თბილისის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და მცხეთა-თიანეთის ყველა საჯარო სკოლა.

8-9 ნოემბერს სამინისტროს წარმომადგენლები  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებიან და საჯარო სკოლებში შესაბამის ტრენინგებს ატარებენ, რის შემდეგაც ეს სკოლები eflow ელექტრონული დოკუმენტბრუნვის   პროგრამაში ჩაერთვებიან.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის შემდეგ, ეტაპობრივად განხორციელდება დანარჩენი რეგიონების (სამეგრელო - ზემო სვანეთი, კახეთისა და აჭარის ა/რ) საჯარო  სკოლების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებეისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართვაც.

eflow ელექტრონული დოკუმენტბრუნვის   პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალ ქვედანაყოფებს შორის მიმოწერა ხდება ელექტრონულად. კონკრეტულ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტი ავტომატურად ხვდება მითითებულ ადრესატთან შესაბამისად, აღარ არსებობს აღნიშნული დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის საჭიროება, რაც საშუალებას გვაძლევს დავზოგოთ დრო, ფინანსური და ადამიანური რესურსები.

eflow პროგრამის ტრენინგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების სამმართველოსა და მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლები ატარებენ.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე