ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის პილოტური პროექტი იწყება
პილოტური პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსთან ალექსანდრე ონოფრიშვილთან IT აუდიტში ჩეხ საერთაშორისო ექსპერტთან პიტერ გრეშლისთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია დეპარტამენტმა მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი IT აუდიტის გამოცდილება, აუდიტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეძლონ ქმედითი რეკომენდაციების გაცემა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.
პიტერ გრეშლის IT აუდიტში 8 წლიანი, ხოლო IT ბიზნესში, შესაბამისობის აუდიტსა და რისკ-მენეჯმენტში 15 წლიანი გამოცდილება აქვს. საჯარო სექტორში ექსპერტიზა აქვს გაწეული ჩეხეთის განათლების, კულტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისთვის, სახელმწიფო შიდა ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობდა ალბანეთში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მიღებულ გამოცდილებას შემდგომში სხვა სამინისტროებს გაუზიარებს.


