ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტექნიკურ უნივერსიტეტში კრიმინალისტიკის ლაბორატორია ამოქმედდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირება დაიწყო კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ, რომლის ანალოგიც ამიერკავკასიაში არ არსებობს. სტუდენტებისთვის განკუთვნილი თანამედროვე ლაბორატორია დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა მოინახულეს.

კრიმინალისტიკის ლაბორატორიის შექმნისა და ფუნქციონირების აუცილებლობა იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ ბოლო წლებში დანაშაულის გახსნისა და გამოძიების პროცესში კრიმინალისტიკური ტექნიკა, ტაქტიკა და მეთოდოლოგია ნაკლებად გამოიყენებოდა. ამის შედეგად, სასწავლო დაწესებულებებში შემცირდა ინტერესი კრიმინალისტიკის მიმართ და ერთ დროს სტუდენტისათვის მეტად საინტერესო და მიმზიდველმა საგანმა მეორე პლანზე გადაინაცვლა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, მიიღო გადაწყვეტილება სამართლის დეპარტამენტში შექმნილიყო კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია, რისთვისაც  70 000 ლარი გამოიყო. ლაბორატორიის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანადგომით გახდა შესაძლებელი და იგი ანალოგიურია აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში არსებული აღჭურვილობისა.

ლაბორატორიის დანიშნულებაა:

  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული კრიმინალისტიკის კურსის თეორიული სწავლებით მიღებული ცოდნის გაღრმავება ლაბორატორიული კვლევებითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების  გამომუშავებით;
  • პროფესიული სწავლების საფეხურით ჩარიცხულ სტუდენტთა მომზადება კრიმინალისტიკის სპეციალობით;
  • სხვა სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა სპეციალური ლაბორატორიული კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების თვალსაზრისით.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სასამართლო დარბაზი იმიტირებული პროცესების ჩასატარებლად და სამართლის კლინიკა, სადაც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა,  იურიდიულ საკითხებზე კონსულტაციას უწევენ იძულებით გადაადგილებულ პირებს და ტექნიკური უნივერსიტეტის მოსამსახურეებს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე