ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტრო შიდა აუდიტის 2014-2016 წლების სტრატეგიულ და 2014 წლის წლიურ გეგმაზე მუშაობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან  სამუშაო შეხვედრა  გამართეს.

შეხვედრის მიზანი იყო სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურებში არსებული და მოსალოდნელი რისკების  დადგენა და მათი ანალიზის საფუძველზე, შიდა აუდიტის 2014-2016 წლების სტრატეგიული და 2014 წლის წლიური გეგმების   მომზადება.

შიდა აუდიტის 2014-2016 წლების სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან,  მოიცავს სამწლიან პერიოდს და ეფუძნება სამინისტროს სისტემაში შემავალ  ყველა სუბიექტში რისკის ანალიზს. გეგმის შემუშავებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სრტუქტურული ერთულებისა და სსიპ-ბის ხელმძღვანელთა დამოკიდებულებას და მათ ჩართულობას ამ პროცესებში.

სამუშაო შეხვედრაზე  გაიმართა პრეზენტაცია თემაზე ,,ფინანსური მართვისა  და კონტროლის არსი და შიდა აუდიტის მნიშვნელობა სამინისტროში“, ჩატარდა პრაქტიკული სამუშაო,  თითოეულმა ხელმძღვანელმა ისაუბრა დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში მიმდინარე  და დაგეგმილ პროგრამებზე, მიზნებზე, საჭიროებებსა და ხელისშემშლელ გარემოებებზე.  

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე