ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონფერენცია პროფესიული განათლების სექტორში ხარისხის გაძლიერების ხელშეწყობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 2012 წლის სექტემბრიდან ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,ხარისხის უზრუნველყოფისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტორში”. აღნიშნული პროექტის განმახორციელებელია იტალიური ორგანიზაცია ,,IFOA”.

დღეს, პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელმა თომას ბლექმა გახსნეს. კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები და წარმოდგენილი იქნა სასწავლო ფილმი მოდულური პროგრამების შემუშავების თაობაზე.

პროექტის ფარგლებში:

  • შემუშავდა პროფესიული განათლების ახალი სტრატეგია 2013-2020 წლებისთვის;
  • ევროპული ე.წ DACUM-ის მეთოდოლოგიის შესაბამისად, გადაიხედა პროფესიული სტანდარტები თხუთმეტ მიმართულებაში;
  • შემუშავდა მოდულურ პროგრამაზე გადასვლის კონცეფცია და დამხმარე მასალები;
  • დამასქმებელთა უშუალო მონაწილეობით, შემუშავდა საწარმოო პრაქტიკის განხორციელების გზამკვლევი და კურსდამთავრებულთა გამოკითხვის კითხვარები;
  • შემუშავდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოები, როგორც თვითშეფასებისთვის, ასევე გარე შეფასებისთვის და სხვა.

პროექტი ასევე ითვალისწინებდა პროფესიული განათლების სისტემაში ჩართული პირების გადამზადებას თითოეულ მიმართულებაში. მთლიანობაში გადამზადდა პროფესიული სასწავლებლებისა და ორგანიზაციების 1000-ზე მეტი წარმომადგენელი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ევროკავშირისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე