ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კატასტროფის რისკის შემცირების პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტის “კატასტროფის რისკის შემცირების კომპონენტის ინტეგრირება განათლებაში” დასკვნითი ღონისძიება გამართა.

ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ გახსნეს.

პროექტი მიზნად ისახავდა ბუნებრივი კატასტროფებისადმი მოსწავლეების, ზოგადად მოსახლეობის მზაობის გაუმჯობესებას და სკოლის უსაფრთხოების გაზრდას. საქართველო მიეკუთვნება ბუნებრივი კატასტროფების მაღალი რისკის მქონე რეგიონს. მოსახლეობას უჭირს კატასტროფების რისკის სათანადოდ გაცნობიერება. აქედან გამომდინარე, პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს კატასტროფებისადმი მზადყოფნისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების დაუფლებისთვის.

პროექტში  23 ათასამდე ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის 4 000 მოსწავლე თბილისსა და საქართველოს ოთხი რეგიონის (მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო-სვანეთი, სამეგრელო / ზემო-სვანეთი) 10 საპილოტე სკოლიდან.

პროექტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ტრენერ/სპეციალისტებმა ტრენინგები ჩაატარეს შერჩეულ სკოლებში. გადაამზადეს დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები,  სკოლები აღიჭურვა საგანგებო სიტუაციებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკური ხელსაწყოებით,  შეიქმნა ტრენერთა სატრენინგო პაკეტი – კატასტროფის რისკის შემცირების სწავლება ინტერაქტიული მეთოდებით.

პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ითვალისწინებდა სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ელექტრონული თამაშების შექმნას ბუნებრივი კატასტროფების თემატიკაზე. ელექტრონული პროდუქტი მოიცავს ხუთ ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფას (მეწყერი, მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ხანძარი).

თამაშების შინაარსი მოსწავლეებისთვის შემეცნებითია და თემატურად ემსახურება საგანმანათლებლო მიზნებს. გათვალისწინებულია მოსწავლეების ასაკი (I-VI კლასები), ფსიქოლოგიური განწყობები. შექმნილი ელექტრონული თამაშები მოსწავლეებისთვის სახალისოა და წარმოადგენს სასარგებლო სასწავლო რესურსს, რომელიც ემსახურება მოსწავლეებში ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას და პრევენციული ღონისძიებების დასწავლას.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე