ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებს დაფინანსება გაეზარდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დუშეთის რაიონის სოფელ ანანურის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს შეხვდა. მინისტრმა მათ  დაფინანსების ახალი მოდელი წარუდგინა და იმ ცვლილებებზე ესაუბრა, რომელიც განხორციელდა სკოლების დაფინანსების მექანიზმში - ერთ მოსწავლეზე გათვლილი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობაში.

ზოგადი განათლების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაფინანსებაა. რამდენადაც, საქართველოს სკოლების დაფინანსების ძირითადი მექანიზმი ვაუჩერია, სამინისტრომ, სკოლების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, პრიორიტეტები განსაზღვრა და ვაუჩერული დაფინანსების ზრდის მიმართულებით ძირეული ცვლილებები განახორციელა:

  • გაიზარდა პედაგოგებისა  და სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასები.
  • გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით,  ვაუჩერული დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფელში, დაბაში და  მაღალმთიან რეგიონებში მდებარე საჯარო სკოლებში. დაფინანსების ძველი მოდელი არ იძლეოდა ამ სკოლების განვითარების საშუალებას.  ვაუჩერულ დაფინანსებაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე კი, სკოლას შეუძლია კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე განსაზღვროს პრიორიტეტები და თავად დაგეგმოს  სკოლის ბიუჯეტი, სკოლის დირექციას შეუძლია თანხები მიმართოს იმ  პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებაზე, რაც კონკრეტული სკოლისთვის მნიშვნელოვანია.
  • სკოლების დაფინანსების  ახალ სისტემაში გათვალისწინებულია ინკლუზიური განათლების სპეციფიკა   და სკოლა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის დამატებით დაფინანსებას იღებს. თანხა გამიზნულია ინკლუზიური სერვისის  (სპეც-მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აღჭურვა) უზრუნველყოფისთვის. 

სოფელ ანანურის საჯარო სკოლაში 63 მოსწავლე სწავლობს, მათგან სამი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეა და ამის გამო სკოლა დამატებით დაფინანსებას იღებს წელიწადში 4 200 ლარის ოდენობით. ანანურის საჯარო სკოლასთან ოპტიმიზირებულია ციხისძირის საჯარო სკოლა და იღებს შესაბამის დანამატს.

სკოლების დაფინანსების ახალი სისტემით, ანანურის საჯარო სკოლის, როგორც მთის სკოლის დაფინანსება 2013-2014 წლიდან  წელიწადში 8 000 ლარით გაიზარდა და თვეში გაზრდილი ხელფასებისა და ყველანაირი ძირითადი ხარჯის გაწევის შემდეგ,  სკოლას 1100 ლარზე მეტი რჩება. სულ ვაუჩერული დაფინანსება ამ სკოლაში თვეში 1600 ლარით გაიზარდა.

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე