ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ვეფხისტყაოსნის ახალი ალბომი-კატალოგის პრეზენტაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ალბომი–კატალოგი გამოსცა. ალბომი „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა და მისი პრეზენტაცია დღეს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

ალბომში შესულია „ვეფხისტყაოსნის“ ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერების შევსებული და რედაქტირებული სრული კატალოგი, რომელსაც ერთვის ტექსტის ილუსტრაცია ყველა ხელნაწერიდან.

აღსანიშნავია, რომ კატალოგის გამოცემამდე ცალკეული ხელნაწერების მხატვრობა სრულად ან საერთოდ არ გამოქვეყნებულა. გამოცემა ასევე აერთიანებს, როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ნუსხებს, ასევე სრულად მოიცავს საქართველოსა და უცხოეთში  არსებულ ხელნაწერებს. ალბომი საინტერესო და სასარგებლოა როგორც მკვლევარებისთვის, ასევე სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. 

გამოფენას სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო. პრეზენტაციის შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.  ხოლო, მოსაწავლეებისა და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდება.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე