უცხოური ენების პედაგოგთა კონფერენცია
კონფერენცია მიზნად ისახავდა:
- უცხოური ენების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
- უცხოური ენების სწავლებასა და სწავლაში არსებული სიახლეების გაცნობა-გაზიარებას;
- თანამედროვე სამყაროში ენების შესწავლის მნიშვნელობის უკეთ გააზრებას.
კონფერენციაზე მასწავლებლებმა თავად წარმოადგინეს მოხსენებები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ტრადიციები და ინოვაციები უცხოური ენების სწავლებისას; ინტერკულტურული დიალოგი-პლურილინგვალიზმის როლი 21 საუკუნის მოქალაქის ჩამოყალიბებაში; ინტერკულტურული კომუნიკაცია და განათლება; უწყვეტი პროფესიული განვითარება უცხოური ენების მასწავლებლებისათვის; უცხოური ენების სწავლება და ტექნოლოგიები.
მასწავლებლებს ასევე საშუალება ჰქონდათ მოესმინათ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციების, უნივერსიტეტებისა და მასწავლებელთა ასოციაციების წარმომადგენელთათვის, რომლებმაც პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება გააცნეს და ამ სფეროში არსებულ სიახლეებზე ისაუბრეს.


