ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბათუმში მასწავლებლის სახლი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ბათუმში მასწავლებლის სახლი გახსნეს. განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მიმდინარე ტრენინგებს დაესწრნენ და პედაგოგებს გაესაუბრნენ.

ბათუმის მასწავლებლის სახლი აჭარის განათლების ფონდის ბაზაზე გაიხსნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში 7000-ზე მეტი მასწავლებელია დასაქმებული. ბათუმის მასწავლებლის სახლი თითოეულ მათაგანს მოემსახურება, სადაც ერთდროულად ორასამდე პედაგოგის გადამზადებაა შესაძლებელი. ადგილზე ტრენინგების გარდა ჩატარდება სემინარები, მასტერ-კლასები, კონფერენციები და სხვა აქტივობები.

ახალი მასწავლებლის სახლის შინაარსობრივ მხარეს სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წარმართავს, კერძოდ:
• უზრუნველყოფს შერჩეული ტრენერების მომზადებასა და პროფესიული განვითარებას;
• ხელს შეუწყობს ტრენერების თანამშრომლობას ცენტრში დასაქმებულ შესაბამისი საგნის კონსულტანტებთან;
• ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგების ჩასატარებლად ცენტრი უზრუნველყოფს მის მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულების მიწოდებას ტრენერებისათვის;
• რეგულარულად მიაწვდის ფონდს ცენტრის პერიოდული გამოცემების რამდენიმე ეგზემპლარს;
• საჭიროების შემთხვევაში, ფონდის მიერ განსახორციელებელ პროგრამებში ჩართვებიან ცენტრის თანამშრომლები და სხვ.

ბათუმის გარდა მასწავლებლის სახლები ქუთაისსა და თბილისში ფუნქციონირებს. მომავალში პედაგოგებსთვის მასწავლებლის სახლების გახსნა საქართველოს სხვა რეგიონებშიც არის დაგეგმილი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე