ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მარნეულსა და თეთრწყაროში ახალი სკოლები აშენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა გიგა უმეკაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლასა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლებში ახალი სკოლების მშენელბლობის პრეზენტაციები გამართა.

ახალი დიოკნისის სკოლა წლების განმავლობაში განთავსებული იყო კერძო სახლში, 2013 წლის თებერვლის თვიდან კი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ხის კოტეჯში, რომელიც აშენდა სკოლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით და სამინისტროს თანადაფინანსებით. თუმცა სწავლებისთვის სათანადო პირობები არც ამ კოტეჯშია შექმნილი.

ახალი კაპიტალური სასწავლო შენობის მშენებლობა კი მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება. ამ დროისთვის უკვე ჩატარდა ტენდერი და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანიაც. ახალი სასწავლო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, გათბობის სისტემით, სპორტული და სააქტო დარბაზით, ბიბლიოთეკით და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით. სკოლის შენობა 144 მოსწავლეზეა გათვლილი, მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში დასრულდება.

კიდევ ერთი ახალი მშნენებლობა დაიწყება ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში. დღეს არსებული შენობა ნაგებობა გასული საუკუნის 40-იან წლებშია აშენებული. ამორტიზირებულია და არ ექვემდებარება კაპიტალურ რემონტს. სკოლაში არის მხოლოდ 12 საკლასო ოთახი. სასკოლო კომპლექსი  განლაგებულია სასაფლაოსთან. კედლები დაბზარული და დეფორმირებულია.

სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა  და მასწავლებლებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა გიგა უმეკაშვილმა  ახალი სასკოლო შენობის პროექტის პრეზენტაცია გამართა. ახალი სასწავლო შენობა სტანდარტების შესაბამისი იქნება, 144 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სპორტული დარბაზით, თანამედროვე კლას კაბინეტებითა და შესაბამისი აღჭურვილობით 2014 წლის დეკემბერშ დასრულდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას იწყებს, მშენებლობების უმეტესობა მომავალი წლის ბოლოსთვის დასრულება.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე