ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

198-ე საჯარო სკოლაში ”განსაკუთრებული გალერეა” გაიხსნა

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის №198 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ნამუშევრების ”განსაკუთრებული გალერეა” გაიხსნა. გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა.

თბილისის 198-ე საჯარო სკოლაში  174 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) მოსწავლე სწავლობს. 2013 წლიდან სკოლაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე, სკოლაში გაიზარდა ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მოსამსახურეთა რაოდენობა, 2013-2014 სასწავლო წლიდან სკოლას დამატებით ემსახურებიან: მეტყველების თერაპევტი, სპეცმასწავლებელი, რიტმიკის სპეციალისტი და არტთერაპევტი. გაიზარდა სკოლის თანმაშრომელთა ხელფასებიც. 

წინა წლებში, სკოლის მხოლოდ პირველი სართული იყო რეაბილიტირებული. წელს მეორე სართული მთლიანად გარემონტდა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. სკოლას  სსსმ მოსწავლეების ეფექტური სწავლა – განვითარებისათვის  თანამედროვე ივენტარით აღჭურვილი, ადაპტირებული სამკურნალო ფიზკულტურისა და არტთერაპიის კაბინეტები დაემატა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წელს ინკლუზიური სწავლება განათლების სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. ამ მიზნით, სამინისტრო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწვლეებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის სწავლება სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით მიმდინარეობს. სასწავლო პროგრამები მორგებულია მოსწავლეების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. ნებისმიერ საჯარო სკოლაში, სადაც თუნდაც ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა, სამინისტრო სკოლას სპეცმასწავლებლით უზრუნველყოფს.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე