ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ ეწვია და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ)  სტუდენტებს შეხვდა.

2013 წელს პირველად, პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირებსაც მიეცათ. მიმდინარე სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში 51 სსსმ სტუდენტი სწავლობს.   რვა მათგანი პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ გარემოს დაცვის ტექნიკოსის, ინტერნეტტექნოლოგის (ვებსპეციალისტი), საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებელ-ტექნიკოსის, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის, მეფილე-მომპირკეთებელისა და მღებავის სპეციალობაზე სწავლობს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კოლეჯში ლევან თეთვაძის ფილმის  „როგორ ინგრევა კედელი“ ჩვენება გაიმართა. „სპექტრში“ სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყო გარემო, სადაც ფილმის ჩვენების შემდეგ  პროფესიულ სტუდენტებს შეეძლოთ თავიანთი ემოციები და შთაბეჭდილებები  წერილობით ან ჩანახატის საშუალებით გადმოეცათ.

„სპექტრში“ 30-მდე პროფესიას უფასოდ 600  სტუდენტი ეუფლება. 2013 წლისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვისა და დაფინანსების გამჭვირვალე და სამართლიანი წესი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე