ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დაზარალებულ სტუდენტთა სწავლას სამინისტრო დააფინანსებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს. ამ მიზნით, მთავრობის სხდომაზე მინისტრმა თამარ სანიკიძემ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის საკითხი დააყენა, რათა პარლამენტმა კანონის მიღება მოკლე ვადებში შეძლოს. 

თამარ სანიკიძის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანს დაზარალებული სტუდენტებისათვის განათლების მიღების ხელშეწყობის აუცილებლობა წარმოადგენს. ამასთან, მეტად მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე ასეული სტუდენტის სწავლის დაფინანსება სამინისტროს ბიუჯეტში არსებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან მოხდება.

დაზარალებულ სტუდენტთა დაფინანსების გადაწყვეტილება სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გამყოფ ხაზთან მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შემდეგ მიიღო. გამომდინარე იქიდან, რომ ქარელის, გორის, კასპისა და ხაშურის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ  მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი განიცადა და სტუდენტთა ოჯახებს  უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის გადახდა გაუჭირდათ, სამინისტრო სტუდენტებს დახმარებას აღმოუჩენს. სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ირიცხებიან, სწავლას შეუფერხებლად გააგრძელებენ.

დაზარალებულ სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააფინანსებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე