ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოზადრების მონაწილეობით სპექტაკლი გაიმართა

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თაეტრში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) ბავშვებისა და მათი თანატოლების მონაწილეობით სპექტაკლების ჩვენება გაიმართა. პატარა მსახიობებმა „პატარა უფლისწული“ და „საშობაო სიმღერა“ წარმოადგინეს.

წარმოდგენები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „მოსწავლე ახალგაზრდობის სამოქალაქო აქტიურობის განვითარების პროგრამისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერილუსის“  ერთობლივი სასკოლო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კვირეულს მიეძღვნა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდების შესაძლებლობების გამოვლენას, მათი თვითშფასების ამაღლებას.

სპექტაკლზე მოსულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა და შეეფასებინა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოზარდების ადამიანურ რესურსებს, მათ მდიდარ ფანტაზიას და გარდასახვის უნარს. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოზარდების თვითრეალიზაციას, თანატოლებთან დამეგობრებას, მათ სოციალიზაციასა და ინტეგრაციას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე