ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფესტივალის „ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სამწუთიანი ფილმების ფესტივალის „ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ნაჩვენები იყო მობილური ტელეფონით გადაღებული ფილმები.

პირველი ადგილის მფლობელი მარიკა თევზაძე გახდა ფილმით „ ხელები“, მეორე ადგილი წილად ხვდა გიორგი გელდიაშვილს ფილმისთვის „გასაფერადებლები, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე თამარ ხეთაგური გავიდა ფილმით „ ერთ სივრცეში“.

დაჯილდოვებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი კარლო კერვალიშილი, ევროკავშირის ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კონკურსში „ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით“ მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ მობილური ტელეფონით გადაეღოთ სამწუთიანი ფილმი და შემოქმედებითი მიდგომით გაეშუქებინათ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთი ან რამდენიმე პროექტის საქმიანობა. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე