ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს მასშტაბით 57 სკოლის გაზიფიცირება განხორციელდა

2013 წელს 57 საჯარო სკოლის გაზიფიცირება განხორციელდა, 37 სკოლაში გათბობის ახალი სისტემა დამონტაჟდა. პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ენერგეტიკის სამინისტროს თანამონაწილეობით ახორციელებს. მომავალი წლიდან, ეტაპობრივად, იმ სკოლების გაზიფიცირება დაიწყება, სადაც სოფლებში უკვე არის გაზი.

ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, სადაც გათბობის სისტემა 90-იანი წლების შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა და სკოლის გათბობა ინდივიდუალური შეშის ღუმელებით ხდებოდა. 2013 წელს სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, კერძოდ: შეიცვალა კარ-ფანჯრები, სკოლის ტერიტორიაზე შეყვანილი იქნა გაზი, აშენდა საქვაბის შენობა, მოეწყო საქვაბე და სკოლის მთელ ფართზე მოხდა გათბობის სისტემის მონტაჟი. სკოლის რეაბილიტაციაზე  250940 ლარი დაიხარჯა.

კაზრეთის №1 საჯარო სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სამინისტროს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიგა უმეკაშვილი ეწვივნენ. კაზრეთის №1 საჯარო სკოლაში 626 მოსწავლე სწავლობს, სკოლის 41 პედაგოგიდან 13 სერთიფიცირებულია.

ბოლნისში სულ 32 საჯარო სკოლაა, მათგან 7 სკოლას 2013 წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. ბოლნისის ბევრ სოფელში წელს შეიყვანეს გაზი და შესაბამისად, მოხდება ამ სოფლების სკოლების გაზიფიცირება.

სკოლების გაზიფიცირების პროექტის მიზანია საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს სწავლა/სწავლებისთვის თბილი და კომფორტული გარემო ჰქონდეთ. სამწუხაროდ, რეგიონებში  ჯერ კიდევ  არის სკოლები, რომელიც შეშის ღუმელებით, არასრუფასოვნად თბება. ასეთი სკოლების გაზიფიცირება არა მხოლოდ დისკომფორტს მოუხსნის სკოლებს არამედ, მოხდება გათბობისთვის გამოყოფილი სახსრების დაზოგვაც. სკოლების გაზიფიცირების პროცესში აქტიურადაა ჩართული ენერგეტიკის სამინისტრო და ეტაპობრივად, გაზი ყველა სკოლას ექნება.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე