ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„ლეონარდო და ვინჩი 2013“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი 2013“ გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორები დააჯილდოვა.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანპრი გადაეცა ნიკა ალავიძესა და დავით ჩხეიძეს გამოგონებისთვის „აქტიური ფილტრი“ (ა. რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა), გამარჯვებულები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემზგზავრებიან. I ადგილისა და 5 000 ლარის მფლობელი საბა მამუკაშვილი  გახდა პროექტით „ორთოპედიული ჟილეტი“ (თბილისის  №137 საჯარო სკოლა); II ადგილისა და 3 000 ლარს მფლობელები -  ნინო ხიმშიაშვილი, ბესარიონ ქვაციხელი და ზაზა ირემაძე გახდნენ პროექტით „გონიერი შუქნიშანი“ (შპს გორდას ბათუმის საერო ელიტარული საშუალო სკოლა); III ადგილი და 2 000 ლარი თემურ ჩიჩუას ერგო პროექტისთვის „ტრანსფორმერი კლეფსიდრონი“ (თბილისის №4 საჯარო სკოლა).

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივით, კონკურსი წელს მსგავსი შინაარსის „ინტელ“-ის საერთაშორისო კონკურსს მიუერთდა და შესაბამისად „ლეონარდო და ვინჩი 2013“-ის გამარჯვებული პროექტის ავტორი გაზაფხულზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას ანალოგიურ კონკურსში მიიღებს.

კონკურსის ფარგლებში შერჩეული საუკეთესო პროექტების გამოფენა ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მიმდინარეობს, სადაც ინოვაციური ნამუშევრების ავტორები დამთვალიერებელს საკუთარი გამოგონების პრეზენტაციებს წარუდგენენ. გამოფენის ყველა მონაწილე დიპლომებით დაჯილდოვდა.

კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2011 წლიდან იმართება და მისი მიზანი იყო მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების გამოვლენა, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა. კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 18 წლამდე მოსწავლეები.

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე