ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლის მანდატურმა მოსწავლეთა სიცოცხლე იხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 158-ე საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მანდატური საავადმყოფოში მოინახულა.

24 წლის ბექა მეტრეველმა სკოლიდან ბავშვების ევაკუაციის დროს ნამწვი აირით მწვავე ინტოქსიკაცია მიიღო, ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ იგი რეფერარულ ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი, სადაც კომპლექსური გამოკვლევა და გადასხმის  კურსი გაიარა.

158-ე საჯარო სკოლაში ხანძარი 16 დეკემბერს, პირველი გაკვეთილის დაწყებიდან 10 წუთში გაჩნდა, რაც, სავარაუდოდ, კომპიუტერულ კლასში მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ადგილზე გამოძახებულ იქნა სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელთა მოსვლამდე სკოლის მანდატურებმა სკოლიდან მოსწავლეთა და თანამშრომელთა სწრაფი ევაკუაცია მოახდინეს.

განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული უსაფრთხო სკოლის ახალი კონცეფციის თანახმად, სკოლის მანდატურების გადამზადების პროგრამა მანდატურებისთვის კრიზისული სიტუაციების მართვის კურსის სწავლებასაც ითვალისწინებს, რაც მოიცავს სტიქიური უბედურებების: ხანძრის, მიწისძვრის, წყალდიდობის დროს მოსწავლეთა და სკოლაში მომუშავე პირების ევაკუაციისათვის ხელის შეყწობას და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე