ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ანგარიში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) 2013 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. წლიური ანგარიშის წარდგენას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

სისტემის უფროსმა ლაშა ვერულავამ დამსწრეთ გააცნო მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები:
  • eFlow - ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა;
  • CAT – 2013 სკოლის მოსწავლეთა საატესტატო გამოცდების ტექნიკური მხარაჭერა;
  • eVet - პროფესიული სასწავლებლების მართვის სისტემა;
  • სკოლების ერთიან ქსელში ჩართვა (ინტერნეტიზაცია);
  • eTurniquet - თანამშრომელთა მოსწრების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა;
  • eRegistry- ზოგადი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი;
  • „ბუკი“ - საგანმანათლებლო თამაშების შექმნა/ლოკალიზება;
  • eRegistration - ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა;
  • ელექტრონული ტესტირების სისტემა;
მიმოხილულ იქნა მიმდინარე პროექტები:
  • eSchool- სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა/ელექტრონული ჟურნალი;
  • eStats - მონიტორინგის სისტემა;
  • EMIS-ში არსებული კოლეჯის სასწავლო პროგრამების ადაპტირება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, პროფესიული კოლეჯების პორტალის შემუშავება.
სისტემის უფროსმა ასევე ისაუბრა მომავალში დასახულ პროექტებზე, კერძოდ:
  • სარეზერვო მონაცემთა ცენტრის შექმნა;
  • არსებული სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის განახლება;
  • საჯარო სკოლების VoIP სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა;
  • პირველკლასელთა ელექტონული რეგისტრაციის სისტემის სრულყოფა;
  • eFlow - სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის და საშვთა ბიუროს მოდულების დამატება;
  • eGIS - გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შემოღება;
  • IT School - სკოლის მოსწავლეებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ სასწავლო პროგრამის შემუშავება;
  • ტრეინინგ ცენტრის განვითარება და სხვა.
ქეთევან ნატრიაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა სისტემის თანამშრომლებს და უსურვა ნაყოფიერი და პროდუქტიული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე