ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პედაგოგები პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, იუსტიციის სახლი პედაგოგებისათვის უფასო პირადობის მოწმობების გაცემას იწყებს. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ აქციის დეტალები გააცნეს.

ღონისძიების ბოლოს მინისტრებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები 10 პედაგოგს გადასცეს.

საახალწლო აქცია პედაგოგებისათვის 23 დეკემბერს დაიწყება. აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას საჯარო და კერძო სკოლების ის პედაგოგები შეძლებენ რომლებსაც პირადობის ახალი მოწმობა ჯერ არ მიუღიათ. მასწავლებლებს რაიმე სახის დოკუმენტაციის წარდგენა არ მოუწევთ, მათი იდენტიფიკაცია მონაცემთა ბაზის მიხედვით მოხდება. აქცია 23 იანვრამდე გაგრძელდება.

თბილისში პედაგოგებმა შემდეგ დროებით სერვის-ცენტრებს უნდა მიმართონ: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი, (აღსრულების ეროვნული ბიურო);  ვაჟა-ფშველას #1, (ეროვნული არქივი); აღმაშენებლის გამზირი 89/24 საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (მარჯანიშვილის მეტროსთან).

მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა მხარეს. დროებითი ფილიალები მომხმარებლებს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე მოემსახურებიან.

მიმდინარე წლის განმავლობაში, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უფასო პირადობის მოწმობები უკვე გადაეცათ სრულწლოვან დევნილებსა და რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს. აქციების ფარგლებში, საერთო ჯამში, იუსტიციის სახლმა  75 000-მდე უფასო პირადობის მოწმობა  გასცა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე