ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა ლექცია–დიალოგის  ფორმატში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრის დასაწყისში, თამარ სანიკიძემ აუდიტორიას განათლების სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო. მინისტრმა ისაუბრა როგორც ზოგადი, ისე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებმა ყველა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან შეკითხვაზე უშუალოდ  მინისტრისაგან ამომწურავი პასუხები მოისმინეს.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე