ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა 202-ე სკოლას საჩუქრები გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დამდეგი ახალი წელი მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს თბილისის №202 სკოლა-პანსიონიდან მიულოცა. მინისტრმა მომავალი 2014 წელი განსაკუთრებულად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მათთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

საქართველოს მასშტაბით 8 სკოლა-პანსიონი ფუნქციონირებს, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში სწავლასთან ერთად, ცხოვრობენ კიდეც. ამ მოზარდებისთვის კომფორტული სასწავლო და საცხოვრებელი გარემოს შექმნა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია, აქედან გამომდინარე, შესწავლილი იქნა  თითოელი სკოლა-პანსიონის  საჭიროებები საყოფაცხოვრებო ნივთებსა და აუცილებელ ტექნიკაზე. წინასაახალწლოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  რვავე სკოლა-პანსიონის საჭიროებები დააკმაყოფილა და ყველა ის ნივთი და ტექნიკა შეიძინა, რაც  კონკრეტული სკოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, 202-ე სკოლა-პანსიონს მათთვის შეძენილი საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და  კომპიუტერები პირადად გადასცა.

საქართველოს მასშტაბით ერთადერთ, უსინათლო და სუსტადმხედველ მოსწავლეთა 202-ე სკოლა-პანსიონში 50 ბავშვი სწავლობს, მათგან 23 პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. ეს სკოლა და ზოგადად, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები სამინისტროს განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ  არიან. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე