ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძემ მრავალშვილიან პედაგოგებს ახალი წელი მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ  კიდევ ერთხელ მიულოცა პედაგოგებს ახალი წელი ამჯერად, მრავალშვილიანი მასწავლებლის ოჯახიდან. დღეს, მინისტრი  თბილისის №47 საჯარო სკოლის ინგლისური ენის  მასწავლებელს ლია ლომსაძეს და №195 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს ქეთევან კუპრეიშვილს, როგორც მრავალშვილიან პედაგოგებს, სახლში ეწვია,  პირადად მიულოცა ახალი წელი, ჯანმრთელობა და მომავალი წარმატებები უსურვა.

47-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ლია ჭუაძე ხუთი შვილის დედა და წარმატებული პედაგოგია. მან  მასწავლებელთა  სერტიფიცირების ყველა ეტაპი გაიარა და დღეს, 1000 ლარიანი ანაზღაურება აქვს. ლია ჭუაძე აქტიურად არის ჩართული სკოლის უცხო ენის კათედრის მუშაობაში, მონაწილეობს სიახლეებისა და სწავლების ნოვატორული მეთოდების დანერგვაში, აქვს მენტორ-მასწავლებლად მუშაობის გამოცდილებაც.  სკოლის დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლია ჭუაძე ხუთ გამორჩეულად კარგ შვილს ზრდის და ამავდროულად, ძალისხმევას არ იშურებს ჰყავდეს გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.

ხუთი შვილის დედაა 195-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ქეთევან კუპრეიშვილიც, იგი  უხმაუროდ აკეთებს ძალიან დიდ საქმეს - არის სამაგალითო მრავალშვილიანი დედა და წარმატებული მასწავლებელი. კოლეგები ქეთევან კუპრეიშვილს ახასიათებენ როგორც სიახლეების მოყვარულ, კომპეტენტურ, მშვიდ, გაწონასწორებულ და ძალიან დისციპლინირებულ მასწავლებელს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე