ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის პროექტი ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის პროექტის განხორციელებას იწყებს. დღეს, პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ჯანან ათილგენმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნეს.

პროექტის „საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების ხარისხიანი სწავლების ხელშეწყობა“ მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობის და შესაბამისი უნარების განვითარების გზით, საქართველოს საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების საგნის სწავლით მოზარდთა დაინტერესება და სწავლა/სწავლების პროცესის გაუმჯობესება.

პროექტის ამოცანებია:

  • სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის დამატებითი ინფორმაციისა და მეთოდური საშუალებების მიწოდება;
  •  სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შორის კონტაქტების გაღრმავება და არსებული გაერთიანებების ხელშეწყობა;
  •  სამოქალაქო განათლების ლობირება და შესაბამისი პოლიტიკის მხარდაჭერა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის. ასევე, ქართველი და გერმანელი ექსპერტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებენ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელო დოკუმენტებზე, მოეწყობა მრგვალი მაგიდები და თემატური კონფერენციები.

პროექტი სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, აჭარისა და კახეთის რეგიონების სკოლებში განხორციელდება.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოს ტრენერ პედაგოგთა კავშირ „ლამპართან“ თანამშრომლობით.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე