ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უფასო პირადობის მოწმობების აქცია 158-ე საჯარო სკოლაში

უფასო პირადობის მოწმობების მისაღებად გამოცხადებული აქციის ფარგლებში, ვაშლიჯვარის დასახლებაში მდებარე #158–ე საჯაროს სკოლის პედაგოგების საიდენტიფიკაციო მონაცემების შეკრება ადგილზე განხორციელდა. აქციის ფარგლებში, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, სკოლაშივე მოხდა პედაგოგების განცხადებების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირება, ასევე მათი იდენტიფიცირება, ფოტოსურათების გადაღება და ელექტრონული ხელმოწერის ჩაბარება. 

ღონისძიებას იუსტიციის სახლის აღმასრულეელი დორექტორი ნინო ჩიჩუა, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ესწრებოდნენ. საახალწლო აქცია პედაგოგებისათვის 23 დეკემბერს დაიწყო და დღემდე სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიიის სახლებს 26 ათასამდე პედაგოგმა მიმართა. აღნიშნული აქცია 23 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 

აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობების უფასოდ მიღება საჯარო და კერძო სკოლების იმ პედაგოგებს შეუძლიათ, რომლებსაც პირადობის ახალი მოწმობა ჯერ არ მიუღიათ. მასწავლებლებს სპეციალური დოკუმენტაციის წარდგენა არ უწევთ, მათი იდენტიფიკაცია მონაცემთა ბაზის მიხედვით ხდება. აქციაში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა თბილისში შემდეგ დროებით სერვის-ცენტრებს უნდა მიმართონ:

  • დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი, (აღსრულების ეროვნული ბიურო)
  • ვაჟა-ფშველას #1, (ეროვნული არქივი)
  • აღმაშენებლის გამზირი 89/24 საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (მარჯანიშვილის მეტროსთან).  
რაც შეეხება რეგიონებს, პედაგოგებმა უნდა მიმართონ სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და იუსტიიის სახლებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე