ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინკლუზიური განათლება პროფესიულ სასწავლებლებში

ინკლუზიურ პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით, პროფესიულ სასწავლებელში „სპექტრი“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელები, დარგის ექსპერტები, დაინტერესებული პირები და ორგანიზაციები.

შეხვედრის მიზანი იყო იმ პროექტების განხილვა, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს (სსსმ) საშუალებას აძლევს პროფესია შეიძინონ და დასაქმდნენ. შესაბამისად, მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს პროფესიულ სასწავლებლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და პროექტის დანერგვის პროცესში წამოჭრილ პრობლემებზე. პროფესიული სასწავლებელის „სპექტრი“ მაგალითზე, მოხდა გასულ წელს განხორციელებული პროექტების შეფასება, შედეგების გაანალიზება და მათზე დაყრდნობით, მომავალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვარა.

საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა და ერთ–ერთი პრიორიტეტია. პროექტი საქართველოს მასშტაბით 6 სასწავლებელში ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს დაფინანსებითა და ხელშეწყობით ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას. ასევე, პოპულარიზაცია გაუწიოს დასაქმების თანაბარი უფლების აღიარებას და უზრუნველყოფას, ხელი შეუწყოს სსსმ პირის ტრანზიციის პროცესს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემიდან პროფესიული განათლების სისტემის გავლით დასაქმების ბაზრამდე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე