ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოციალური პარტნიორობის გაძლიერება პროფესიული განათლების სექტორში

საქართველოში სოციალური პარტნიორობის გაუმჯობესების თემაზე ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა. მომხსენებელთა შორის იყვნენ საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ოლივერ რაისნერი და სხვა ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

სოციალური დიალოგის ფარგლებში, კონფერენციაზე განხილული იყო შემდეგი თემები:

  • სოციალური დიალოგის  ბარიერებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზები;
  • საქართველოში სოციალური პარტნიორობის გაუმჯობესების გეგმა;
  • პროფესიულ განათლებასა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორობა რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე;
  • სოციალური პარტნიორობის მოდელები და მიდგომები სხვა ქვეყნებში;
  • საგანმანათლებლო სექტორსა და ბიზნესს შორის პარტნიორობის მოდელები.

მონაწილეებმა ასევე შეიმუშავეს ეროვნული პროფესიული საბჭოს წესდებისა და გზამკვლევის სამუშაო ვერსია.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით, მნიშვნელოვანია სისტემაში სოციალური პარტნიორების აქტიური ჩართულობა, რაც გულისხმობს მიმდინარე პროცესების შესახებ პროფესიული კავშირების, დამსაქმებლების, სხვადასხვა ასოციაციებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებასა და მათგან რეკომენდაციების მიღებას.

საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემაში სოციალური პარტნიორობის ჩართულობა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას, რაც  განაპირობებს პროფესიული კვალიფიკაციების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებას. ეს უკანასკნელი კი, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, პოლიტიკურ და სოციალურ სტაბილურობას. სოციალური დიალოგი ის არენაა, სადაც მოწმდება და ანალიზდება დასაქმების პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებები და არსებული რეალობის მიხედვით იცვლება. შესაბამისად, მისი განვითრება დადებითად აისახება ნებისმიერი მოქალაქის დასაქმების შესაძლებლობებზე.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე