ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძემ ლონდონში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა

ლონდონში მიმდინარე განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. თამარ სანიკიძე, ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში, სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრს, მეცნიერების მენეჯმენტის სფეროს ბრიტანელ ექპერტებსა და პედაგოგიური განათლების მიმართულების პროფესორებს შეხვდა.

მინისტრმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები გამართა ისრაელის განათლების მინისტრ შაი პირონსა და ბრიტანეთის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორ მარტინ დევიდსონთან. "ძალიან სასიამოვნო იყო მინისტრთან შეხვედრა და საუბარი განათლების რეფორმებზე საქართველოში, იმ გზებზე რომლითაც ვიმედოვნებთ, რომ ბრიტანეთი (გაერთიანებული სამეფო) და საქართველო შეძლებენ ერთად იმუშაონ მათზე" – განაცხადა მარტინ დევიდსონმა.

ბრიტანეთის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინგლისური ენის უკეთეს და უფრო ეფექტურ სწავლებას და ამ პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერების გამოყენებას, მასწავლებლების ტრეინინგებს, მასალებისა და სასწავლო გეგმის განვითარებას. საუბრისას ასევე აქტუალური იყო საქართველოსა და ბრიტანეთის უნივერსიტეტებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების თემა, საქართველოსთვის, ბრიტანეთის უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, ბრიტანული აკადემიური ხარისხების, ბრიტანული კურსების შეთავაზება. "ვისურვებდით ამ კუთხით წინსვლას და იმედი მაქვს, რომ მალე მოხერხდება ბრიტანული უნივერსიტეტების მიერ საქართველოში ვიზიტის განხორციელება ამ საკითხის განსახილველად" – განაცხადა ბრიტანელმა ექსპერტმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე