ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების მსოფლიო ფორუმი დასრულდა

განათლების მსოფლიო ფორუმი, რომელიც ლონდონში 20 იანვრიდან მიმდინარეობდა დასრულდა. ფორუმის მონაწილე განათლების ლიდერებს, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციას, შესაძლებლობა მიეცა ექსელის საექსპოზიციო დარბაზში საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და ტრენინგების მსოფლიოს წამყვან გამოფენას (BETT) გაცნობოდა.

გამოფენა უკვე ოცდამეათე წელია იმართება და მუდამ მსოფლიო საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრშია. წელს აქ 700– ზე მეტი ექსპოზიციაა წარმოდგენილი და მას 150 ქვეყნიდან 35.000-მდე ვიზიტორი სტუმრობს. თამარ სანიკიძის განცხადებით, ექსპოზიცია ძალზე კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მოკლე დროში მიიღო საჭირო ინფორმაცია და გაეცნო საგანმანათლებლო სფეროში მსოფლიო მიღწევებს. მინისტრი ასევე დადებითად აფასებს საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას განათლების მსოფლიო ფორუმში და იმედს გამოთქვამს, რომ ლონდონში მიღებული ინფორმაცია და წარმოებული მოლაპარაკებების შედეგები აუცილებლად აისახება სამინისტროს მომავალ საქმიანობაში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე