ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული სასწავლებლების სამკერვალო სექტორისათვის სახელმძღვანელოები შეიქმნა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI)“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პროფესიული სასწავლებლების სამკერვალო სექტორისათვის  სახელმძღვანელოები შეიქმნა. დღეს, პროფესიულ სასწავლებელ „მერმისში“ სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრნენ.

სახელმძღვანელოები წარმოადგენს დამხმარე მასალას სამი სასწავლო პროგრამისათვის: საკერავი მანქანის ოპერატორი და მექანიკოსი და 100%-ანი ინსპექტირებისა და ხარისხის კონტროლის კურსები. ეს პროგრამები საქართველოს მასშტაბით 6 პროფესიულ სასწავლებელშია დანერგილი და იგი უზრუნველყოფს იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომელიც სამკერვალო სექტორში დამქირავებლების მხრიდან თანამშრომელთა კვალიფიკაციის მიმართ არსებობს. აღნიშნული პროფესიების სწავლება უზრუნველყოფს სამკერვალო სექტორის განვითარებას და პროფესიული სასწავლებლების  კურსდამთავრებულთა დასაქმების ზრდას.

EPI-ის ერთ-ერთი მიზანია, გააუმჯობესოს საქართველოს სამკერვალო სექტორის კონკურენტუნარიანობა. ამ თვალსაზრისით, პროექტი ქმედით ნაბიჯებს ახორციელებს:

  • პროექტმა  ადგილობრივი სამკერვალო სექტორის წარმომადგენლები გლობალურ ბაზრებთან დააკავშირა;
  • ხელი შეუწყო საქართველოს ტექსტილისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის შექმნასა და გაძლიერებას;
  • დაეხმარა ადგილობრივ მწარმოებლებს საერთაშორისო სერტიფიცირების მოპოვებაში, რაც წარმოადგენს ევროპულ ბაზარზე გასვლის მნიშვნელოვან პირობას;
  • ხელი შეუწყო ადგილობრივი დიზაინერებისა და დსთ-ს ბაზარზე არსებული მყიდველების ურთიერთობების გაღრმავებას. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე