ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თამარ სანიკიძე სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის მოწვევით, საქართველოში  სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია იმყოფება, მინისტრის არმენ აშოტიანის ხელმძღვანელობით. დღეს, თამარ სანიკიძემ სომხეთის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.

მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში  განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და პროექტები, ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ქვეყნებს შორის განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

სომხეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა სახვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებთან, სტუდენტებთან და მოსწავლეებთან, ასევე დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ქართულ და სომხურ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე