ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ კოლეჯებში აგრარული მიმართულების პროგრამები უნდა განვითარდეს

შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს შორის შედგა დიალოგი სოფლის მეურნეობის აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურების დანერგვასა და განვითარებაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გელაშვილი, UNDP-ისა და SDC-ის წარმომადგენლები, ფერმერთა ასოციაციაციების, გაერთიანებების, მწარმოებლების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა და მოიცავდა პრეზენტაციებს, სამუშაო ჯგუფების დისკუსიებს, შეთანხმებას დამატებითი აქტივობების განსახორციელებლად, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული განათლების დანერგვისა და განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამომავლო გეგმები, მიმდინარე აქტივობები და გამოწვევები.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სექტორია და სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პროექტები, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიულ სასწავლებლებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებს, თავისი პარტნიორების - შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე