ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების განვითარებაზე დაინტერესებული მხარეები მსჯელობენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დებატები გაიმართა თემაზე „პროფესიული განათლება და ტრენინგები სქართველოში“. ღონისძიება ორგანიზებული იყო თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მიერ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობით.

დიალოგის საგანი იყო თუ რა კეთდება საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმირებისათვის, რათა საქართველოს შრომის ბაზარზე აღმოიფხვრას უნარების აცდენის პრობლემა და შრომის მიწოდება ასახავდეს მასზე მოთხოვნას როგორც პროფესიული კვალიფიკაციის, ისე შრომის ეთიკის მხრივ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ნატრიაშვილის განცხადებით, პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების თანხვედრისათვის მნიშვნელოვანია ანალოგიური სამუშაო შეხვედრები მთავრობის, პროფესიული განათლების კოლეჯების, არასამთავრობო სექტორის, ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შორის.

სამუშაო შეხვედრაზე კონკრეტული რეკომენდაციები გამოითქვა პროფესიული განათლების გაუმჯობესებისა და განვითარების კუთხით, ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია კიდევ უფრო დაიხვეწოს პროფესიული სტანდარტები და კვალიფიკაციები, რათა მომზადდეს კონკურენტუნარიანი კადრები, რომლებიც დააკმაყოფილებენ დამკვეთის მოთხოვნებს.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე