ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო ასაკის განსაზღვრასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვერდა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილებასთან  დაკავშირებით დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები განათლების სისტემით დაინტერესებულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს, განათლების ექსპერტებს, ფსიქოლოგებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული კვლევების შედეგების შესახებ:

  • წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS),  2011.
  • ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა, 2012. TPDC. სოციალური კვლევების და ანალიზის ინსტიტუტი.
  • სასკოლო მზაობის კვლევა, 2011. ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი. გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF).
  • სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებში ჩატარებული კვლევების შედეგები.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომ სასკოლო ასაკი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით განისაზღვროს 6 წლით. ამასთან, 2014-2015 სასწავლო წელი განისაზღვროს გარდამავალ პერიოდად და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეულ იქნენ ბავშვები, რომელთაც 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი, ხოლო 2015-2016 და ყოველი შემდგომი სასწავლო წლისათვის სასკოლო ასაკის მქონედ მიიჩნევიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყებამდე.

სამუშაო შეხვედრის დასკვნით ნაწილში მომზადდა რეკომენდაცია საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით.

 

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე