ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო“ დღეს, „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისა და საკლასო შეფასების სისტემის შემუშავების პროექტის“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების, დაინტერესებული მხარეების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ინფორმირება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ ზოგადი განათლების პროექტისა და ზემოაღნიშული ინიციატივის შესახებ.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ  საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე, კერძო საკონსულტაციო კომპანია GOPA შეირჩა, რომელიც პროექტებს მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. კომისიამ GOPA-ს მიერ შემოთავაზებული მიდგომები, მეთოდოლოგია და საერთაშორისო ექსპერტები სფეროსათვის ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნია და შეაფასა, როგორც კონკურსში მონაწილე ყველაზე კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანია.

GOPA საქართველოში ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო აქტივობებს ჩაატარებს, რაც მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო შეფასების სისტემის შექმნაში გამოიხატება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, GOPA  სისტემის ანალიზს განახორციელებს,  საჭიროებებს გამოავლენს და  პოლიტიკის განსაზღვრაში დახმარებას გაუწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის შესაბამის სააგენტოებს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმ მაკნიკოლასი, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე