ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სისხლის უანგარო დონაციის აქცია სამინისტროში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ შპს „სისხლის ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სამინისტროს თანამშრომლებმა ლეიკემიით და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვების (0-8 წლამდე) სიცოცხლის გადასარჩენად უსასყიდლოდ სისხლი გაიღეს.

მ. იაშვილის სახელობის ცენტრალური საავადმყოფო  ერთადერთია საქართველოში სადაც მკურნალობენ ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული  ბავშვები  (0-8 წლამდე ). ამ ბავშვებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ახალი სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები დღეში 15-20 ერთეულის ოდენობით. ძალიან ხშირად იქმნება დეფიციტი, პაციენტის მშობლებს და მათ ახლობლებს სტრესულ მდგომარეობაში უწევთ დონორთა მოძიება. სწორედ, ამ გარემოების გათვალისწინებით გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მ. იაშვილის სახელობის ცენტრალურ საავადმყოფოსთან და ამით  ჩაერთო ბავშვთა ლეიკემიურ დაავადებებთან  ბრძოლის პროცესში.

სამინისტრო თავისი ჩართულობით დაეხმარება ლეიკემიით დაავადებულ მბავშვებს, მიიღებს  მონაწილეობას ერთობლივ პროექტებში. სამინისტრო მჭიდრო თანამშრომლობით მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან, სისტემატურად გაეცნობა  შპს „სისხლის ბანკის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს მათთვის სათანადო პირობების შექმნას შესაბამისი ქმედებების შეუფერხებლად განსახორციელბლად.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე