ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ამერიკული საბაკალავრო პროგრამები ქართულ უნივერსიტეტებში

საქართველოში პირველად, ამერიკული უნივერსიტეტები საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ერთად, საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო სპეციალობებში, ტექნოლოგიებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში განახორციელებენ. კურსდამთავრებულებზე კი, ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომი გაიცემა. პროექტი საქართველოსა  და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის  მეორე  კომპაქტის  ფარგლებში ხორციელდება. საერთაშორისო კომისიის მიერ კონკრეტულად რომელი უნივერსიტეტი იქნება შერჩეული მარტში გახდება ცნობილი.  კომისიამ სამუშაო შეხვედრა დღეს სასტუმრო შერატონში გამართა.

უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი სატენდერო კომისია აფასებს პროექტებს და შეარჩევს გამარჯვებულს. ამ ეტაპზე, საქართველოს სახლემწიფო უნივერსიტეტებთან ერთად, ორი ნახევარფინალისტი ამერიკული უნივერსიტეტი განიხილება. ეს ამერიკული უნივერსიტეტებია - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტი ობურნის უნივერსიტეტთან ერთად.

ქართულ-ამერიკული პროექტის მიზანია საქართველოში სტუდენტებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მიმართულებით, საერთაშორისო დონის საბაკალავრო პროგრამები შესთავაზოს, რომელიც  ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომს გასცემს.

„ჩვენი უნივერსიტეტის გამარჯვების შემთხვევაში, შევიმუშავებთ და განვავითარებთ პროგრამას, რომელიც კვალიფიციურ მუშახელს მოამზადებს და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება” - განაცხადა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მერიენ მაქქორდმა. 

სან დიეგოს უნივერსიტეტის პრორექტორის ნენსი მერლინის განცხადებით - ჩვენს გეგმაში შედის საქართველოს სტუდენტებისთვის ამერიკული აკრედიტაციის მქონე სასწავლო პროგრამების შეთავაზება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო, ტექნოლოგიური და მათემატიკის მიმართულებით. ჩვენ არა მარტო ამერიკული დიპლომის საბაკალავრო პროგრამებს შევთავაზებთ სტუდენტებს, არამედ ვიმუშავებთ საქართველოს უნივერსიტეტებთან, რათა მათ  შესაბამისი ამერიკული აკრედიტაცია მოიპოვონ.

ზემოაღნიშნული პროექტი საქართველოსა და აშშ-ს შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს სტრატეგიულ ინვესტიციებს და პროექტების განხორციელებას საქართველოს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარებისთვის, რაც ბენეფიციარების უფრო ფართო სპექტრს მოიცავს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე