ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წიგნის პრეზენტაცია მასწავლებლის სახლში

მასწავლებლის სახლში პედაგოგებისთვის განკუთვნილი ახალი დამხმარე სახელმძღვანელოს, „მასწავლებლის წიგნის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მოწვეულ სტუმრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა წარუდგინეს.

დამხმარე სახელმძღვანელო მასწავლებლებს სწავლების თანამედროვე და მრავალფეროვან მეთოდოლოგიებს სთავაზობს, რომლებიც პრაქტიკოსი პედაგოგების მიერ არის შემუშავებული. წიგნის ავტორები ქართველი მოქმედი მასწავლებლები არიან და შესაბამისად სახელმძღვანელოში თავმოყრილი მასალა დღესდღეობით ქართულ სკოლებში არსებულ რეალობასთან სრულ შესაბამისობაშია.

„მასწავლებლის წიგნი“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალ „მასწავლებელში“ დაბეჭდილი საუკეთესო სტატიების კრებულია, რომელიც თითოეულ პედაგოგს ყოველდღიური საქმიანობისთვის ესაჭიროება. სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას უფასოდ გადაეცემა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ჟურნალის საუკეთესო სტატიებს სხვა სასკოლო  საგნებზე წიგნის სახით მომავალშიც გამოუშვებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე